ბაკურიანში გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაწყებულია.
ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების ვადებისა და პროექტის სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.
MyBakuriani.ge აგრძელებს ბაკურიანში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბებისა და ადგილობრივი სიახლეების გაშუქებას.
**ფოტო: ადგილობრივი მცხოვრებლის მოწოდებული**
მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს
